„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და გასაგებია, რომ პარტიაში შესაძლოა, არსებობდეს სხვადასხვა მოსაზრება, ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია – წიკლაური

ნიკა მელიას წერილი მიმართულია იმ ადამიანებისადმი, რომლებიც გულწრფელად ღელავენ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის გამო, იმ ტოტალიტარული წნეხის გამო, რომელსაც ივანიშვილის ხელისუფლება აწარმოებს საქართველოს მესამე პრეზიდენტზე, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა განაცხადა.

მისივე თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ დიდი მეინსტრიმული პარტიაა და შეიძლება, პარტიაში სხვადასხვა მოსაზრებები არსებობდეს.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის დიდი მეინსტრიმული პარტია და სრულიად გასაგებია, რომ ამ პარტიაში სხვადასხვა მოსაზრება შეიძლება, არსებობდეს. ეს ნორმალური პოლიტიკური პროცესია. მიმაჩნია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ახლა ყველაფერს აკეთებს, რათა ამ რუსული მმართველობისგან იქნას დახსნილი მიხეილ სააკაავილი. ამასვე გააგრძელებს მომავალში. ნებისმიერი კრიტიკა, რომელიც იარსებებს ამ მიმართულებით, ნებისმიერი აზრთა გაცვლა-გამოცვლა არის სასარგებლო. ამ შემთხვევაში არ ვგულისხმობ ისეთ ადამიანებს, რომელთაც მდგომარეობის გაუმჯობესების სურვილი კი არ აქვთ, არამედ პროვოკაციული გარემოს შექმნა. ასეთი ადამიანები არიან ძალიან ცოტა რაოდენობით და ისინი ვერანაირ პოლიტიკურ სურათს ვერ ქმნიან. „ნაციონალურ მოძრაობაში“ ადრეც ყოფილა აზრთა სხვადასხვაობა, ეს არამც და არამც არ უქმნის საფრთხეს ერთიან კურსს, რომელზეც ფოკუსირებულია პარტია. ეს არის ქვეყნის დემოკრატიზაცია და პოლიტიკური დევნის დასრულება“, – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

კითხვაზე: ახლა თუ არის პარტიაში საკითხი, რაზეც ვერ თანხმდებით, წიკლაურმა აღნიშნა, რომ ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის.

„არ მგონია, რომ ასეთი საკითხი იყოს. ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით არანაირი აზრთა სხვადასხვაობა არ არის, თუმცა გამოითქმება სხვადასხვა მოსაზრება, როგორ არის უმჯობესი, მოხდეს ქვეყანაში ტოტალიტარული მმართველობის დასრულება, ოლიგარქის ჩამოცილება მართვის სადავეებიდან, ანტიევროპული კურსის შეცვლა და იმ რეციდივების აღმოფხვრა, რაც გამოიხატება მედიამფლობელების, პოლიტიკოსების ციხეში გამწესებით“, – აღნიშნა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიმევლუთ ჩავუშოღლუ – ომის პირობებში, სახმელეთო გადაზიდვების მხრივ, საქართველოს მიმართულება მეტად გააქტიურდა, შესაბამისად, წარმოიქმნება ხოლმე სირთულე, თუმცა საქართველოს ხელისუფლება მაქსიმალურად უწყობს ხელს პრობლემის გადაჭრას
შემდეგი სტატიავენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება