რუსულმა ძალებმა კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს

კიროვოგრადის რეგიონული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანდრეი რაიკოვიჩის ინფორმაციით, რუსულმა ძალებმა რაკეტებით კროპივნიცკის საავიაციო საწარმო დაბომბეს. ამის შესახებ ინფორმაცია მედიაში ვრცელდება.

მედიის ცნობით, მიკოლაევის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქი კროპივნიცკის დაბომბვის შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა და სულ მცირე, 25 დაშავდა. დაშავებულებს შორის არიან სამხედრო პირები.

„12:22 საათზე კროპივნიცკიში მომხდარი სარაკეტო დარტყმის შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა. დაშავდა კიდევ 25 ადამიანი, მათგან 12 სამხედრო მოსამსახურეა და 13 მშვიდობიანი მოქალაქე“, – განაცხადა რაიკოვიჩმა.

banner
წინა სტატიაშივენებს აღარ აქვს მედიკამენტების მიმღეობა – მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმდება
შემდეგი სტატიაივანიშვილი გადავიდა ვაჭრობის სტადიაზე… ის უნდა მიხვდეს, რომ თამაში წაგებულია და უნდა შეეგუოს დამარცხებას – გვარამია