კრაკოვში, ვაველის სასახლის მშენებლობაზე უკრაინის მოქალაქე დაიღუპა

პოლონეთის ქალაქ კრაკოვში, სადაც ვაველის სასახლეში სამშენებლო სამუშაოები მიდის, უკრაინის 45 წლის მოქალაქე დაიღუპა. როგორც “გაზეტა კრაკოვსკა” იტყობინება, მამაკაცი მიწის ჩამოშლის შედეგად დაიღუპა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები გამოცხადდნენ. ისინი მამაკაცის ამოყვანას ჰიდრავლიკური ინსტრუმენტებისა და პნევმატური ბალიშის მეშვეობით ცდილობდნენ. სამაშველო ოპერაცია 8 წუთს გაგრძელდა. მამაკაცი ერთი საათი იწვა რეანიმაციაში. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
პოლიციამ ინციდენტის მიზეზების გამოძიება დაიწყო.

banner
წინა სტატიაშივემზადებით იმისთვის, რომ საბოლოო გამარჯვებას მივაღწიოთ ყველამ ერთად
შემდეგი სტატია„არა ოკუპაციას“ – ირაკლი კვარაცხელიას ოჯახს, საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველები სამძიმარს უცხადებენ