ველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში სხვადასხვა სახის დაზიანებით ათამდე პოლიციელი შეიყვანეს.
პოლიციელები ველისციხესთან, პოლიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებთან დაპირისპირებისას დაშავდნენ.
დაშავებულებს შესაბამისი პირველადი დახმარება უკვე აღმოუჩინეს.
როგორც საავადმყოფოში განაცხადეს, ისინი ექიმების დაკვირვების ქვეშ იმყოფებიან.

გურჯაანში ვითარება დილიდან რამდენჯერმე დაიძაბა. „ნაციონალური მოძრაობის“ აქციის მონაწილეები სამართალდამცველების მიერ გადაკეტილი გზის გახსნას და თელავისკენ გადაადგილებას ცდილობდნენ. პოლიციამ მათ ალტერნატიული გზა ყვარლის გავლით რამდენჯერმე შესთავაზა, რაზეც მომიტინგეებმა უარი განაცხადეს.

სამართალდამცველებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება რამდენჯერმე მოხდა. აქციის მონაწილეებმა პოლიციის კორდონის ავტომობილების გარღვევა, ასევე პოლიციის ავტობუსის გადაბრუნება სცადეს. მომიტინგეთა ნაწილმა პოლიციის ავტობუსს ქვები დაუშინა.

banner
წინა სტატიაში,,ამ სამარცხვინო “პრეზიდენტის” სამარცხვინო “ინაუგურაციის” პარალელურად იდგა უსამართლობით აღშფოთებული ხალხი”
შემდეგი სტატია,,ხელისუფლებამ მოქალაქეების მანიფესტაციის უფლება დაარღვია”