,,ხელისუფლებამ მოქალაქეების მანიფესტაციის უფლება დაარღვია”

ხელისიფულებამ მოქალაქეების მანიფესტაციისა და შეკრების უფლება დაარღვია-ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის ხელძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.
არასამთავრობო ორგანიზაციები, მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას გააკეთებენ.

მშვენიერაძის თქმით, ხელისუფლებას და კონკრეტულ უწყებებს, შესაძლებლობა ჰქონდათ წინასწარ დაემყარებინათ კონტაქტი ოპოზიციის ლიდერებთან ან გაეკეთებინათ ოფიციალური განცხადება,თელავში შესასვლელ ალტერნატიულ გზასთან დაკავშირებით.

მისივე თქმით, როდესაც პოლიციელები არღვევენ კონსტიტუციას და ზღუდავენ მოქალაქეების თავისუფალ გადაადგილებას, საუბარი უნდა დაიწყოს სწორედ იმ ადამიანების მისამართით,რომლებიც მიმდინარე პროცესებზე არიან პასუხისმგებლები.

არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელმა ,ასევე აღნიშნა,რომ პოლიციელებს აქვთ რეაგირების უფლება, იმ შემთხვევაში თუ პროტესტი კანონით დადგენილ ფარგლებს სცდება.

“ადამიანებს საკუთარი კონსტიტუციური უფლება შეულახეს, თუკი შეხლა-შემოხლის ფარგლები ცხდება კანონით დადგენილ ნორმებს ,ბუნებრივია პოლიციელებს აქვთ რეაგირების უფლება”-აცხადებს გიორგი მშვენიერაძე

banner
წინა სტატიაშიველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს
შემდეგი სტატია,,მსოფლიო ისტორიაში ს.ზურაბიშვილის კურთხევა იყო ყველაზე სამარცხვინო”