,,ამ სამარცხვინო “პრეზიდენტის” სამარცხვინო “ინაუგურაციის” პარალელურად იდგა უსამართლობით აღშფოთებული ხალხი”

ამ სამარცხვინო “პრეზიდენტის” სამარცხვინო “ინაუგურაციის” პარალელურად იდგა უსამართლობით აღშფოთებული ხალხი, რომელიც ძალის გამოყენებით არ მიუშვეს თელავამდე რომ იქ გამოეხატათ მშვიდობიანი მანიფესტაციით საკუთარი პროტესტი-წერს ყოფილი ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის წევრი ირინა სარიშვილი.

,,მძიმე დღე იყო დღეს. თითქმის ისეთი, როგორიც არჩევნებად წოდებული სპეცოპერაცია.
დასრულდა ზუსტად ისე როგორც მოსალოდნელი იყო. ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და გაგრძელდება.
მე რბილად რომ ვთქვა არ მესმის ნიშნისმოგებითი და ირონიული შეძახილები გაერთიანებული ოპოზიციის მიმართ, რომელიც არც გეგმავდა ინაუგურაციის ჩაშლას და რასაც გეგმავდა ის მოხდა: ამ სამარცხვინო “პრეზიდენტის” სამარცხვინო “ინაუგურაციის” პარალელურად იდგა უსამართლობით აღშფოთებული ხალხი, რომელიც ძალის გამოყენებით არ მიუშვეს თელავამდე რომ იქ გამოეხატათ მშვიდობიანი მანიფესტაციით საკუთარი პროტესტი. ამ შემთხვევაში იქ არ მიშვებამაც დაკარგა აზრი, რადგან რუსთავი 2–ის დამსახურებით პირდაპირ ეთერში ერთმანეთის პარალელურად ვუყურებდით ჩვენც და მთელი მსოფლიოც რაც ხდებოდა და ეს კადრები სერიოზულად იმუშავებს დასასრულის გზაზე შემდგარი ხელისუფლების წინააღმდეგ.”-წერს ირინა სარიშვილის ფეისბუქ გვერდზე.

მისივე თქმით, ოპოზიციის კრიტიკა ამ ეტაპზე დაუშვებელია.

,,სრულიად მიუღებელია დღეს ოპოზიციის მისამართით ქვების სროლა!
რატომ?
ჯერ ერთი იმიტომ, რომ ვიმეორებ – დღეს არ იყო დაგეგმილი არაფრის ჩაშლა და რაც დაგეგმილი იყო, განხორციელდა;
მეორეც – ადრეც ვთქვი და კიდევ გავიმეორებ – მე არ ვიცი რა ჯობდა – გავსულიყავით პირველივე ტურის დღეს ქუჩაში ან მეორე ტური ღამით და აღარ დავბრუნებულიყავით სახლებში სანამ მიზანს არ მივაღწევდით თუ ის რაც დღეს ხდება. მაგრამ ის კი ნამდვილად ვიცი რომ პერმანენტულ აქციებს ადამიანური რესურსების გარდა სხვა რესურსებიც და სხვანაირი მზადყოფნა ჭირდება, მათ შორის საგარეო პირობებისაც. ამის ინფოტმაცია მე არ მაქვს მაგრამ ეს მშვენივრად იციან გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერებმა და ყველაზე მეტად მათ არ უნდათ მარცხი!
ამიტომ ნაცვლად ირონიისა, დღეს მათ გვერდით უნდა დავუდგეთ, თუ ვაკრიტიკებთ, კეთილმოსურნეს პოზიციიდან მხოლოდ და არა ქვების სროლით, რადგან ყოველი ასეთი ქვა ამ ყაჩაღი ხელისუფლების წისქვილზე წყლის დასხმაა!

ყველაზე მთავარი დღეს რაც მოხდა და ეს ყველამ დაინახა რუსთავი 2–ის წყალობით არის ის, რომ უზარმაზარი კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა “პრეზიდენტის” ლეგიტიმურობა და ამის მნიშვნელობას თუ ვინმე დღეს ვერ იგებს, მაშინ ჩაწვდება, როდესაც ეს უთავმოყვარეო, უსირცხვილო ქალბატონი საქართველოს სახელმწიფოს საზღვრებისთვის და მისი უსაფრთხოებისთვის უაღრესად დიდი საფრთხის შემცველ განცხადებებს გააკეთებს!
ჩემი მხარდაჭერა გაერთიანებულ ოპოზიციას!
არავითარი პესიმიზმი!
ძალა ერთობაშია!”-წერს ირინა სარიშვილი

banner
წინა სტატიაში„ნაციონალური მოძრაობის“ რამდენიმე წარმომადგენელმა პარლამენტთან კარვები გაშალა
შემდეგი სტატიაველისციხესთან დაშავებული პოლიციელები საავადმყოფოში გადაიყვანეს