შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქუთაისში ნარკოტიკული საშუალების გასაღების ბრალდებით 1 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის
პოლიციის დეპარტამენტის ქუთაისის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა,
ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მოსამართლის
განჩინების საფუძველზე, 1979 წელს დაბადებული მ.წ. ნარკოდანაშაულისთვის
დააკავეს.
დანაშაული 6-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიების ფარგლებში, სამართალდამცველებმა მ.წ.-სგან ნარკოტიკული
საშუალების საკონტროლო შესყიდვები და მათი ფარული ვიდეო-აუდიო ჩაწერა
განახორციელეს. პოლიციამ ბრალდებულის მიერ გაყიდული “ბუპრენორფინის”
შემცველი ნარკოტიკული საშუალება ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა გასაღების ფაქტზე
მიმდინარეობს, სსკ-ის 260-ე მუხლის 1-ლი და მე-4 ნაწილებით მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშივაჟა ფშაველას გამზირზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ორი ადამიანი ემსხვერპლა
შემდეგი სტატიახონის რაიონის სოფელ კინჩხის სატყეო უბნის ყოფილი მცველი დააკავეს