“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით,პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს”-ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი მიიჩნევს, რომ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით სოლიდარობის აქციის გამართვა მნიშვნელოვანია, მაგრამ სოლიდარობის აქცია პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს.

„ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს შეიძლება, დამაზიანებელი ეფექტი ჰქონდეს. სახელმწიფომ და პოლიტიკურმა სტრუქტურებმა თავისი ხაზებით უნდა იმუშაონ. ოპოზიციამაც თავისი რესურსები უნდა გამოიყენოს, მაგრამ ეს არც ერთ შემთხვევაში არ უნდა იყოს დაპირისპირების თემა. ეს ის თემაა, სადაც ყველა ერთად უნდა იყოს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაში“ჩვენი სურვილი და მისწრაფება უფრო ეფექტიანი ფორმატის შექმნაზე არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს”
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი – შერჩევითობა უნდა დასრულდეს