თეა წულუკიანი – შერჩევითობა უნდა დასრულდეს

როდესაც ზოგიერთი ტელევიზია იხდის გადასახადს, ზოგიერთი არა და ვინც არ იხდის, მას სახელმწიფო პატიობს, ეს არის შერჩევითი ,- ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტებს განუცხადა.

„ყველა კერძო კომპანიამ, მათ შორის ტელევიზიებმა გადაიხადონ ის დავალიანება, რაც უკვე მრავალი თვეა აქვთ სახელმწიფოს ბიუჯეტის წინაშე, რადგან ეს სახელმწიფო ბიუჯეტი არ ეკუთვნის რომელიმე მინისტრს ან კერძო კომპანიას, მათ შორის ტელევიზიებს, ეს სახელმწიფო ბიუჯეტი ეკუთვნის მათ, ვინც ჩვენ გვისმენს, ანუ ხალხს. შესაბამისად, ხალხს უნდა დაუბრუნდეს ის ფული, რაც მათ ეკუთვნით“ ,- განაცხადა თეა წულუკიანმა.

banner
წინა სტატიაში“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით,პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს”-ვოლსკი
შემდეგი სტატია“პრობლემა არის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის პრაქტიკაში უკეთ გამოყენება და არა, თავად კოდექსი”