“ჩვენი სურვილი და მისწრაფება უფრო ეფექტიანი ფორმატის შექმნაზე არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს”

დიმიტრი ნოვიკოვსა და რუსეთს თავისი დღის წესრიგი აქვთ, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის, დიმიტრი ნოვიკოვის განცხადებასთან დაკავშირებით ნორმანდიული ფორმატის შესახებ.

„ნებისმიერი მოლაპარაკების ფორმატი გარკვეულ წინაპირობებს ითხოვს, თუმცა ხაზს ვუსვამ, რომ ჟენევას საგანგებო მნიშვნელობა აქვს და ჩვენი სურვილი და მისწრაფება, უფრო ეფექტიანი ფორმატის შეიქმნას, არ უკავშირდება იმას, რომ ეს ჟენევის ხარჯზე უნდა მოხდეს“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

რუსეთის დუმის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი ნოვიკოვმა განაცხადა, რომ რუსეთ-საქართველოს შორის „ნორმანდიული ფორმატით“ მოლაპარაკებების იდეა თავისებურად გამოიყურება, რადგან ეს ფორმატი სრულიად განსაკუთრებულ სიტუაციას უკავშირდება. ნოვიკოვის თქმით, რუსეთ-საქართველოს შორის პრობლემები მხოლოდ ორ ქვეყანას უკავშირდება, რუსეთ-უკრაინის შემთხვევაში კი, განსხვავებული ვითარებაა.

banner
წინა სტატიაშისამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა 2019 წლის ანგარიში წარადგინა
შემდეგი სტატია“ვაჟა გაფრინდაშვილთან დაკავშირებით,პოლიტიკურად ანგაჟირებული არ უნდა იყოს”-ვოლსკი