ვაშინგტონის მერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა

District of Columbia Mayor Muriel Bowser speaks during a news conference, Wednesday, May 27, 2020, in Washington. Bowser announced the start of the Phase 1 response to the coronavirus in Washington is to begin Friday, May 29. (AP Photo/Jacquelyn Martin)

ვაშინგტონის მერმა, მურიელ ბოუზერმა ქალაქში საგანგებო მდგომარეობა 15 დღით გაახანგრძლივა. ვაშინგტონში საგანგებო მდგომარეობა აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ინაუგურაციის მეორე დღიდან მოიხსნება. ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

მურიელის თქმით, დემონსტრანტებმა, რომლებიც აშშ-ის კონგრესში შეიჭრნენ, შესაძლოა, ძალადობრივი ქმედებები ინაუგურაციის დღესაც გააგრძელონ.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სამართალდამცველებმა კაპიტოლიუმში შეჭრისა და ძალადობის გამო 52-ზე მეტი პირი დააკავეს.

ვაშინგტონის პოლიციის უფროსის თქმით, არეულობის დროს კაპიტოლიუმის მიდამოებში სამი ადამიანი დაიღუპა. აქციის ერთი მონაწილე კი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც კონგრესის შენობის ხარაჩოდან ჩამოვარდა. დაშავებულის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონის პოლიციის ინფორმაციით, კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა
შემდეგი სტატიამართლმადიდებელი სამყარო 7 იანვარს მაცხოვრის შობის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს