დამენია – თვითმმართველობის არჩევნებზე გამარჯვების ერთადერთი ფორმულა ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა

მერობის კანდიდატებზე საკვანძო ადგილებში უნდა შევთანხმდეთ. ასევე აუცილებელია, შეთანხმება მაჟორიტარ კანდიდატებზეც მოხდეს, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ლაშა დამენიამ განაცხადა.

მისივე თქმით, ერთადერთი გამარჯვების ფორმულა დღეს რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა.

„ევროპული საქართველოს“ პოზიცია უკვე გაცხადებულია. მერობის კანდიდატებზე უნდა შევთანხმდეთ საკვანძო ადგილებში, ასევე აუცილებელია მოხდეს შეთანხმება მაჟორიტარ კანდიდატებზე, ვინაიდან იქ პროცენტი ბარიერის აღარ არსებობს. ამიტომ გამარჯვების ერთადერთი ფორმულა დღეს, რეფერენდუმად ქცეულ თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციის საერთო კანდიდატებით გასვლაა“, – განაცხადა დამენიამ.

banner
წინა სტატიაშიგლდანში, ლესელიძის ქუჩაზე გზის კაპიტალური მოწესრიგება სრულდება
შემდეგი სტატიავაშაძე – ნატო-ში საქართველოს ინტეგრაცია “ქართული ოცნების” მხრიდან გაყინულია