თურნავა – საცხოვრებელი ხელმისაწვდომი უნდა გახდეს ოჯახებისთვის, რომლებიც გამრავლებაზე ზრუნავენ

ეკონომიკის მინისტრი, ნათია თურნავას თქმით, პრემიერმინისტრის ახალი ინიციატივის, რომელიც იპოთეკური სესხის სუბსიდირებას ეხება, მთავარი მიზანი ოჯახების დახმარებაა.

თურნავას განმარტებით, ამ ინიციატივით სახელმწიფო დეველოპერებსაც ეხმარება

“ამ პროგრამის ამოცანა, პირველ რიგში არის ის, რომ ხელი შევუწყოთ ქართველ ოჯახებს, იმისთვის, რომ უკეთესი საცხოვრებელი პირობები ჰქონდეთ, იმიტომ რომ თითოეული ოჯახის ახალი წევრი, ახალშობილი წევრი, არა მხოლოდ დიდი სიხარული, არამედ დიდი პასუხისმგებლობაა.

ამიტომ სამართლიანია, რომ სახელმწიფო შეეხიდოს და დაეხმაროს ასეთ ოჯახებს ახალი ხარჯებისა პასუხისმგებლობის გაზიარებით. რა საკვირველია, ეს არის იმ დეველოპერების დახმარებაც, ვინც ამ ახალ შეთავაზებას გაუკეთებს, მაგრამ მთავარი ამოცანაა, ხელმისაწვდომი გავხადოთ საცხოვრებელი ფართი, ოჯახებისთვის, რომლებიც ზრუნავენ გამრავლებაზე და ახალი ოჯახის წევრი ემატებათ”,- თქვა ნათია თურნავამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე – ერთ-ერთი უბედური ქვეყნის ბედნიერი პრემიერის გამოსვლა იყო, გვითხრა, ათ წელიწადში გეშველებათო
შემდეგი სტატიატიკარაძე – მოკვლევის დასრულების შემდეგ აუდიტის სამსახური ვაქცინებთან დაკავშირებით დასკვნას საზოგადოებას თავად გააცნობს