ბოკერია: აბსოლუტურად გასაგებია მელიას მოტივაცია

“ევროპული საქართველოს” თავმჯდომარე, გიგა ბოკერია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის, ნიკა მელიას მიმართვას ეხმაურება.

“ევროპული საქართველო არ ვართ ამ შეთანხმების მონაწილე, იმიტომ, რომ ვთვლიდით და ვთვლით, ის არ პასუხობს იმ გამოწვევებს, რაც ჩვენი ქვეყნის წინაშე დგას, ამიტომ ვერაფერს მოვიმოქმედებთ ვერც ნიკა მელიას ამ მოწოდებამდე და ვერც ახლა.

აბსოლუტურად გასაგებია მისი მოტივაცია ამ შემთხვევაში ჩემთვის – ამ ფონზე, იმ ამნისტიის, რომლიც მისთვის მიუღებელია, გაფორმება არ მოხდეს ისე, რომ ეს მისთვის გაკეთდა. სამწუხაროდ, ამ დღეების განმავლობაში იყო პირდაპირი და ირიბი მცდელობები მასზე პასუხისმგებლობის გადატანის, რაც არასწორია. ვინც თვლის, რომ ეს ამნისტია საჭიროა ქვეყნისთვის, ჩვენ ასე არ ვთვლით ამ კონტექსტში, მან თვითონ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა და მელიასკენ არ უნდა იშვერდეს ხელს”, – თქვა ბოკერიამ.

banner
წინა სტატიაშივაშაძე: ამნისტიის დარღვევით “ოცნებამ” შეთანხმება, შეიძლება, მთლიანად დარღვეულად ჩაგვითვალოს
შემდეგი სტატიასამნიძე: ხელი მოვაწერეთ ხელშეკრულებას, სადაც ერთ-ერთი პირველი ვალდებულება არის ამნისტია