ვასაძის თანაგუნდელი: ვინმეს რომ დავაბრალოთ, ამის საფუძველი არ გვაქვს

ლევან ვასაძის პარტიის “ერის” ერთ-ერთი წევრი, კოკა მორგოშიას თქმით, ლევან ვასაძე სავარაუდოდ, მოწამლულია. თუმცა როგორც მორგოშია ამბობს, ამ ეტაპზე მათ არ აქვთ საფუძველი იფიქრონ, რომ ის კონკრეტულად ვინმემ მოწამლა.

მორგოშიას ინფორმაციით, ვასაძე თავს ცუდად გრძნობს მას გამოკვლევები უტარდება, რომლის პასუხიც დღეს დღის ბოლომდე გახდება ცნობილი.

“მოწამლული ნამდვილად არის, კრიტიკული არ არის. გვქონდა კომუნიკაცია, თავს გრძნობს ცუდად. ახლა უტარდება გამოკვლევები, თავს გრძნობს ცუდად, ახლა უტარდება გამოკვლევები თურქეთში და ალბათ დღის ბოლოს ან ხვალ დღის დასაწყისში ზუსტად გვეცოდინება, რისგან გახდა ცუდად.

ეჭვი არაფერზე არ გვაქვს, სავარაუდოდ მოწამლულია, მაგრამ ვინმეს რომ დავაბრალოთ, ვიღაცა რაღაცას უწყობდა, ამის საფუძველი ჯერჯერობით არ გვაქვს. ეგ რომ ვიცოდეთ, ჯერ ანალიზები უნდა გვქონდეს და მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება ამაზე საუბარი”,- თქვა კოკა მორგოშიამ.

banner
წინა სტატიაშიპირი “გალფის” ოპერატორს დანით თავს დაესხა – ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა
შემდეგი სტატიაპაპუაშვილი ხათუნა სამნიძეს : ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ