პირი “გალფის” ოპერატორს დანით თავს დაესხა – ბრალდებულს პატიმრობა მიესაჯა

გენერალური პროკურატურის განცხადებით, თბილისში “გალფის” სადგურის ოპერატორზე დანით თავდასხმისა და დაყაჩაღების გამო ბრალდებულ 9 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

უწყების ინფორმაციით, შემთხვევა 2020 წლის 1 ოქტომბერს მოხდა.

“გამოძიების შედეგად, ბრალდების მხარის მიერ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2020 წლის 1 ოქტომბერს, თბილისში, წარსულში რამდენჯერმე ნასამართლევი ს.ე. დანით თავს დაესხა „გალფის“ ავტოგასამართი სადგურის ოპერატორს და სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ავტოგასამართი სადგურის კუთვნილ თანხას”, – წერია უწყების განცხადებაში.

დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით (ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

banner
წინა სტატიაშიკულუმბეგოვი ე.წ. ინდურ შტამზე: ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს
შემდეგი სტატიავასაძის თანაგუნდელი: ვინმეს რომ დავაბრალოთ, ამის საფუძველი არ გვაქვს