პაპუაშვილი ხათუნა სამნიძეს : ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ

ქალთა კვოტირების დებულებას „შარლ მიშელის ფრაქციამ“ დაუჭირა მხარი, ასე, რომ ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ, – ასე მიმართა განათლების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის სხდომათა დარბაზში „რესპუბლიკური პარტიის“ წევრ ხათუნა სამნიძეს.

ხათუნა სამნიძემ და ანი წითლიძემ დღეს პარლამენტში გამოფინეს პლაკატი წარწერით, „მატყუარა კაცების პარლამენტი“.

„ქალბატონ ხათუნას მინდა მივმართო, ქალბატონო ხათუნა, საპროტესტო ბანერს რაც შეეხება, სავარაუდოდ, თქვენ გულისხმობთ გენდერულ კვოტებს, ამ დებულებას კომიტეტზე მხარი დაუჭირა „შარლ მიშელის ფრაქციამ“. ასე რომ, ეგ ბანერი შეგიძლიათ, ფრაქციის ოთახში გადმოკიდოთ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშივასაძის თანაგუნდელი: ვინმეს რომ დავაბრალოთ, ამის საფუძველი არ გვაქვს
შემდეგი სტატია“თავში ქვა უხლიათ” – ირაკლი კობახიძე ოპოზიციაზე