ვასაძე ილია მეორეზე-ერის ამ თეთრ მანათობელ ვარსკვლავს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს

“შეხედეთ, რა გაუთავებელი მტრობა, სიძულვილი მიდის ჩვენს პატრიარქზე. როდესაც ჩვენ კომუნიზმს ვებრძოდით, ვიბრძოდით მათ შორის აღმსარებლობის თავისუფლებისთვის და რას ვიფიქრებდით, რომ საძულველი კომუნისტური რეჟიმის დამხობის მერე ჩვენს ეკლესიას ახალი რეჟიმი, რომელიც ჩამოყალიბდა ისეთივე მტრობას გამოუცხადებდა.

გასულ კვირას ჩვენს სათაყვანო პატრიარქს, ყველა დროის უდიდეს ქართველ პატრიარქს, უკვე დამტკიცებულია, რომ არც ერთ ქართველი პატრიარქს ამდენი ხანი არ პყრობია ქართული ეკლესიის საჭე. არ გვყოლია ჩვენ პატრიარქი, რომელმაც ყველა სინოდის წევრი თავად აკურთხა. არც ერთ პატრიარქს უძველესი ქართული ეკლესიის ისტორიაში არ ჩაუბარებია ხელში ასეთი განადგურებული ეკლესია, როგორც ილია მეორემ.

ამ ადამიანს, ამ ცოცხალ წმინდანს, ამ თეთრ მანათობელ ვარსკვლავს ჩვენი ერისა გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს გასულ კვირას. ის ადამიანები, ვინც მხარი დაუჭირა ამ უღირსებაში ჩავარდნილი და აწ მღვდელმთავრობა შეჩერებული ადამიანის ამ უბინძურეს ცილისწამებას პატრიარქზე, არიან სწორედ ის ადამიანები, ვინც დღეს უჭერენ მხარს ამ საშინელი ფილმის ჩვენე-აცხადებს ლევან ვასაძე

banner
წინა სტატიაში„ქართული მარშის“ წევრებმა ფილარმონიასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს
შემდეგი სტატიალევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლისკენ მოუწოდა