„ქართული მარშის“ წევრებმა ფილარმონიასთან ლგბტ თემის დროშა დაწვეს

„ქართული მარშის“ წარმომადგენლებმა და მათმა მხარდამჭერებმა ლგბტ თემის დროშა დაწვეს.

„ქართული მარშის“ წევრები შეკრებილები არიან ფილარმონიის საკონცერტო დარბაზთან, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ პრემიერა უნდა გაიმართოს.

როგორც „ქართული მარშის“ წევრები აცხადებენ, მათ ამ აქტით გააპროტესტეს ლგბტ თემის პროპაგანდა და ფილმ „და ჩვენ ვიცეკვეთ“ კინოთეატრში დაგეგმილი პრემიერა.

ქართული წარმოშობის შვედი რეჟისორის, ლევან აკინის ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ (And Then We Danced) პრემიერა საქართველოში დღეს გაიმართება.

banner
წინა სტატიაში“დავიღალეთ ცოტა ამ თქვენი პოლიტიკური თამაშებით”-ვასაძე ივანიშვილს მიმართავს
შემდეგი სტატიავასაძე ილია მეორეზე-ერის ამ თეთრ მანათობელ ვარსკვლავს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს