ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლისკენ მოუწოდა

ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში შეკრებილ მოქალაქეებს კინოთეატრებში შესვლისა და ფილმის „და ჩვენ ვიცეკვეთ“ სეანსების ჩაშლისკენ მოუწოდა.

როგორც ლევან ვასაძემ განაცხადა, ისინი იმოქმედებენ ძალადობის გარეშე.

„მივიდეთ, თუ დაგვხვდება პოლიციის კორდონები რომლებიც არ შეგვიშვებს, უბრალოდ მივაწვეთ მათ, უბრალოდ გავწიოთ გვერდზე. პოლიციელები, რომლებსაც შეეშინდებათ ხალხის მხარეს გადმოსვლა და იძულებული იქნებიან გვირტყან, არ არიან ჩვენი მტრები. არც ის უბედური და გარყვნილი ხალხი რომელიც შეიძლება დარბაზში დასხდეს არ არის ჩვენი მტერი. ჩვენი მტერი იდეოლოგიაა.

ჩევენი მიზანი დარბაზში შესვლის შემდეგ არ იქნება ამ ხალხის ცემა-ტყეპა. მათ ხელი რომც დაგარტყან, „დაგპორჭყნონ“ სახეზე და გითხრან, რომ მათ ბილეთი აქვთ ნაყიდი, გთხოვთ, ნუ გალახავთ და არ შეუბრუნოთ ხელი. უბრალოდ შევიდეთ დარბაზში და ჩავშალოთ ჩვენება“, – განაცხადა ლევან ვასაძემ.

მისივე თქმით, დარბაზში შესვლის შემდეგ ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, დატოვონ კინოთატრები.

„სადაც შევალთ, გადავეფაროთ ეკრანებს და ხმამაღლა მოვუწოდებთ სეანსის დამსწრეებს, დატოვონ დარბაზები. ჩვენ შევალთ საოპერატოროში და ტექნიკის დაზიანების გარეშე გავთიშავთ ფილმის ჩვენებას. თუ ამაში ხელს შეგვიშლიან, იძალადებენ და ჩაგვქოლავენ, ამის შემხედვარე კიდევ უფრო მეტი ხალხი გამოვა ჩვენს დასახმარებლად“, – განაცხადა ლევან ვასაძემ

banner
წინა სტატიაშივასაძე ილია მეორეზე-ერის ამ თეთრ მანათობელ ვარსკვლავს გაუგონარი შეურაცხყოფა მიაყენეს
შემდეგი სტატიაამ წუთებში აქციის მონაწილეები მსვლელობით ვერის პარკიდან კინო ამირანისკენ მიემართებიან