ვარლამ გოლეთიანი: დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკებების ცენტრის ჩართულობით დღეს მორიგი შეხვედრა ონლაინ რეჟიმში გაიმართება. მისი თქმით, შეხვედრა 17:00 საათზეა დაგეგმილი.

„წინა შეხვედრაზე მიღწეული შეთანხმება გულისხმობდა ბარიკადების აღებას, ჩვენს დაბრუნებას სოფელ ნამოხვანში, პროტესტის ძირითად ადგილზე, ასევე დაკავებულ ბიჭებთან დაკავშირებით უნდა გაეკეთებინათ განცხადება. ვნახეთ, რომ მხოლოდ ბარიკადების ნაწილში შესრულდა ეს პირობები. აიღეს ბარიკადები, მაგრამ გადაადგილების უფლება არ გვაქვს. გუშინ ბარიკადების აღებიდან ერთი საათის შემდეგ კომპანიამ დააპირა, შესულიყო ხეობაში. ბუნებრივია, არ მივეცით ამის შესაძლებლობა, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენც არ გვეძლევა ხეობაში შესვლის უფლება. ჩვენთვის არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ რკინის ფარდა აღარ გვაქვს აფარებული. ამიტომ, დღეს ზუმ-შეხვედრაზე ვისაუბრებთ დანარჩენ პირობებთან დაკავშირებით, რომ შესრულდეს და გადაიდგას ნაბიჯები, დაიწყოს მომავალში მედიაციის პროცესი“, – განაცხადა გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიდიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის ნაკეთობების კონტრაბანდის ფაქტზე სომხეთის ორი მოქალაქე დააკავეს
შემდეგი სტატიაპოლონეთმა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მითვისებული კულტურული ფასეულობების დაბრუნებისკენ მოუწოდა