პოლონეთმა გერმანიას მეორე მსოფლიო ომის დროს მითვისებული კულტურული ფასეულობების დაბრუნებისკენ მოუწოდა

გერმანიასთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერიდან 30 წლის შემდეგ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჟეი დუდამ ბერლინს მოუწოდა ორი ქვეყნის შერიგებისკენ უფრო ენერგიული ნაბიჯები გადადგას მძიმე წარსულის გადასალახად.

ვარშავაში 17 ივნისს გერმანელი და პოლონელი ახალგაზრდების მონაწილეობით გამართულ ფორუმზე დუდამ გერმანიის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს მადლობა გადაუხადა იმის გამო, რომ მან წინა ვიზიტზე პატიება ითხოვა იმ დანაშაულებების გამო, რაც გერმანელმა პოლონეთში ჩაიდინეს – “დოიცე ველე” წერს.

“ასეთი სიტყვები მეგობრობას და შერიგებას აძლიერებენ” – დუდამ თქვა და დაამატა, რომ “თუმცაღა, საჭიროა კონკრეტული საქმეების კეთებაც”. მან გერმანიას შესთავაზა დაიწყონ დიალოგი იმ კულტურული ფასეულობების დასაბრუნებლად, რომელიც ოკუპაციის დროს ნაცისტებმა მოიპარეს და გაიტანეს პოლონეთიდან. მან, ასევე, აღნიშნა, რომ ოკუპაციის დროს პოლონეთში არქიტექტურის 70% დანგრეული იყო.

“ჩვენს ქვეყნებს შორის რთული ისტორიის ფონზე შეთანხმება – საჩუქარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ” – თავის მხრივ გერმანიის პრეზიდენტმა თქვა.

banner
წინა სტატიაშივარლამ გოლეთიანი: დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართება
შემდეგი სტატიაავსტრალიაში 60 წლამდე ასაკის პირებში “ასტრა-ზენეკას” გამოყენება აკრძალეს