ვარკეთილში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა

ვარკეთილის მესამე მასივის ზემო პლატოზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა.

ამ დროისთვის ხანძარი, ფაქტობრივად, ლოკალიზებულია. ადგილზე ორი სახანძრო ბრიგადა მუშაობდა, თუმცა ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი რჩება.

ცეცხლი მოედო გამხმარ ბალახს. ეს ის ადგილია, სადაც ორი კვირის წინ ხანძარი გაჩნდა.

banner
წინა სტატიაში,,დანაკარგი მძიმეა, თუმცა გული არ გავიტეხოთ, ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს”
შემდეგი სტატიამუსტაფა ემრე ჩაბუქის ადვოკატები მოსამართლის მიერ გამოტანილი გადაწყვეტილების გასაჩივრებას სააპელაციო სასამართლოში გეგმავენ