,,დანაკარგი მძიმეა, თუმცა გული არ გავიტეხოთ, ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს”

ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად დამწვარი ტერიტორიის აღსადგენად, შესაძლოა, სპეციალური ფონდი შეიქმნას. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ბორჯომის ხეობა გახდება ისეთივე ლამაზი, როგორიც ხანძრამდე იყო.

“სტიქიიის ლიკვიდაციიდან მეორე დღიდანვე დავიწყებთ მუშაობას იმისთვის, რომ ჩვენი უნიკალური ბორჯომის ტყე-პარკი აღვადგინოთ. მინდა ჩვენს მოსახლეობას ვუთხრა, რომ დანაკარგი მძიმეა, თუმცა გული არ გავიტეხოთ. ერთობლივად ვებრძვით სტიქიას, ასევე ერთობლივად აღვადგენთ ჩვენს ბუნებას, ჩვენს ტყეს. შესაძლოა, შევქმნათ სპეციალური ფონდიც, სადაც უამრავი ადამიანი იქნება ჩართული. ჩვენ ისევე გავალამაზებთ ამ ბუნებას, როგორიც ამ ხანძრამდე იყო”,- აღნიშნა კვირიკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სტიქიის ზონაში ჰაერის ხარისხი ნორმების შესაბამისია
შემდეგი სტატიავარკეთილში ხანძრის შედეგად დაახლოებით 2 ათასი კვადრატული მეტრი ფართობი დაიწვა