პროტესტი სამგორის გამგეობაში – სამგორის გამგებელსა და მოქალაქეებს შორის შეხვედრა შედგა

სამგორის გამგეობაში მოქალაქეებსა და გამგებლის შეხვედრა შედგა. მოსახლეობა გამგეობის გადაწყვეტილების გამო უკმაყოფილოა და სწორედ ამიტომ ითხოვდნენ მასთან შეხვედრას. კერძოდ, გამგეობამ ვარკეთილის მეშვიდე კვარტლის მე-10 ავარიულ კორპუსში მცხოვრებ 22 ოჯახს ქირის გადახდა შეუწყვიტა.

სწორედ ამ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ მოქალაქეები დილიდან. მოსახლეობა ყვება, რომ ბოლო 13 წელია გამგეობა ქირას უხდიდა, რადგან კორპუსი ავარიულია და მათ თავად მოიძიეს კომპანია, რომელიც ახალ კორპუსს ააშენებდა.

შეკრებილები აცხადებენ, რომ თუ გამგეობა ამ თანხებს აღარ დაფარავს, ისინი ღია ცის ქვეშ დარჩებიან. გამგებელმა პრობლემის მოსაგვარებლად დრო ითხოვა.

„შეხვედრას მოსახლეობასთან ერთად ესწრებოდა ინვესტორი. გამგეობამ თავიდან თქვა, რომ ქირას აღარ უხდიან ამ მოსახლეობას და ქუჩაში რჩებიან. საუბრის შუაში მიხვდა, რომ ეს სწორი მიდგომა არ იყო და თქვა, რომ ქირა მათ არ შეწყვეტიათ ჯერ. საუბრის ბოლოს საერთოდ თქვა, რომ მე ვერაფერს ვერ გადავწყვეტ, წავალ და მერს დავეკითხებიო და შემდეგ გადავწყვეტ ამ მოქალაქეების პრობლემასო,“ – განაცხადა თბილისის საკრებულოს ფრაქცია ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ლევან ხაბეიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიმე ვარ “ბადაგონის” რეალური მფლობელი – „ბადაგონის“ ყოფილი მეწილე, ვლადიმერ ჯანჯღავა
შემდეგი სტატიაოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსული ტვირთების გადასაზიდად ახალი გზა კეთდება – „ძალა ერთობაშია“