ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი

unicef საქართველოს განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო “AstraZeneca”-ს ვაქცინის 43 200 დოზა თბილისის საერთაშრისო აეროპორტში 13 მარტს ჩამოვა. მათივე ინფორმაციით, ვაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი.

“შაბათ-კვირის განმავლობაში ვაქცინები მთავრობის მიერ გადანაწილდება ყველა რაიონში. ვაქცინაციის პროცესის დაწყება დაგეგმილია 15 მარტიდან. ვაქცინების ადმინისტრირება დაიწყება მთავრობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტული ჯგუფების მიხედვით, რომელთა შორის, პირველები სამედიცინო მუშაკები არიან”, – წერია განცხადებაში.

არსებული ინფორმაციით, ვაქცინის დამატებითი 86 400 დოზა ქვეყანაში აპრილში ჩამოვა, ხოლო ინექციებს შორის რეკომენდებული ინტერვალი 8-დან 12 კვირამდეა.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი – ისე გავზარდეთ ჩვენი შვილები, არავინ შეუწუხებიათ
შემდეგი სტატიასააკაშვილი – არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო