სააკაშვილი – არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო

ჩვენ უკან დამხევები არ ვართ, ჩვენ აქ მივდივართ ბოლომდე. როცა ვამბობ ჩვენ, ვამბობ ჩვენ და ამას, მათ შორის, პირველ პირშიც ვამბობ. მე არ ვაპირებ პოლიტიკური კომენტატორის როლით შემოვიფარგლო. რა თქმა უნდა, ჩვენ ვართ აქტიურად ჩართულები პროცესებში, რა თქმა უნდა ჩვენ გადასარჩენი გვყავს ჩვენი სათაყვანებელი სამშობლო საქართველო და ეს ყველაფერი აუცილებლად მოხდება. ეს უბედურება, გაჭირვება შიმშილი, მათ შორის ძალადობა, პროვინციული ბანძი დიქტატურა, საქართველოს ჭორვილად გადაქცევის მცდელობა. საქართველო, რომელიც უნდა ყოფილიყო სინგაპურზე და დუბაიზე უკეთესი, მათ შორის გახარიას ხელდასმით, ჩვენი მოდელი არის თურმე ჭორვილა”,- თქვა საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მთავარი არხის ეთერში.

banner
წინა სტატიაშივაქცინაციის პროცესის დაწყება 15 მარტიდანაა დაგეგმილი
შემდეგი სტატიაკობახიძე ჩანაწერებზე – პრინციპული საკითხია, რომ თმის ღერი არავის ჩამოვარდნია