ვანი-სულორის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

ვანი-სულორის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია, – ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი წვიმის შედეგად, ვანი-სულორის საავტომობილო გზის 12-ე კმ-ზე ადიდებულმა მდინარე სულორმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

banner
წინა სტატიაშისურამის გვირაბში გასვლის დროს ახალი მატარებელი კედელს მიედო?
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილმა მარტვილში დაღუპული მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა