გიორგი კვირიკაშვილმა მარტვილში დაღუპული მიხეილ ბერიშვილის ოჯახს მიუსამძიმრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მარტვილში 18 წლის მიხეილ ბერიშვილისა და მაშველ ელგუჯა ჯამრიშვილის ტრაგიკულად დაღუპვის გამო მწუხარება გამოთქვა.

პრემიერი 18 წლის მიხეილ ბერიშვილის ოჯახში უკვე იმყოფებოდა და მათ პირადად მიუსამძიმრა. პრემიერი სამძიმარზე მთავრობის წევრებთან ერთად მივიდა.

როგორც გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, მიხეილ ბერიშვილისა და ელგუჯა ჯამრიშვილის დაღუპვა დიდი დანაკლისია.

“დანარჩენს ყველაფერს ეშველება. სტიქიის შედეგებს ჩვენ მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრით, ყველა უწყება საგანგებო რეჟიმში მუშაობს. ყველა რეგიონში განაწილებული ვართ მინისტრები, შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელები და გადაწყვეტილებები მიიღება რაც შეიძლება ჩქარა. ზარალის ანაზღაურების ნაწილს, ზარალის დათვლის შემდეგ განვსაზღვრავთ. შევეცდებით, მაქსიმალურად ავუნაზღაუროთ, რისი შესაძლებლობაც იქნება”, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

უბედური შემთხვევა მარტვილში მოხდა. ელგუჯა ჯამრიშვილი მდინარეში 18 წლის მიხეილ ბერიშვილის გადარჩენას ცდილობდა. ორივე მათგანი მდინარის დინებამ გაიტაცა და დაიღუპნენ.

banner
წინა სტატიაშივანი-სულორის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი: სტიქიის შედეგებს მაქსიმალურად მალე აღმოვფხვრით