სურამის გვირაბში გასვლის დროს ახალი მატარებელი კედელს მიედო?

რამდენიმე წუთის წინ “თაიმერს” აცნობეს, რომ „საქართველოს რკინიგზის” მიერ დაანონსებული ორსართულიანი, ევროპული სტანდარტის შვეიცარულმა მატარებელმა სურამის გვირაბში პირველი საცდელი გავლა განახორციელა.

ამის დამადასტურებელი სურათი, სადაც გამოსახულია შტადლერის მატარებელი ზესტაფონის სადგურში, სოციალურ ქსელებში ვრცელდება. საინფორმაციო სააგენტოს წყაროს ცნობით, გვირაბში მატარებლის სიჩქარე დაახლოებით 7-8 კმ/სთ იყო.

“ერთ ადგილას მატარებელი კედელს მიედო. მემანქანეები სიჩქარის მომატებას ვერ რისკავენ. გვირაბს დაახლოებით 30 წუთი გადიოდა მატარებელი” – ამბობს “თაიმერის” წყარო.

“თაიმერი” ინფორმაციის გადამოწმებას შეეცადა საქართველოს რკინიგზაში. პრესსამსახურის უფროსმა დაჩი ცაგუიამ “თაიმერთან” საუბარში კატეგორიულად უარყო ინფორმაცია და აღნიშნა, რომ მატარებელს არანაირი პრობლემა არ შექმნია. ამის დასტურად მან “თაიმერს” ფოტოც გამოუგზავნა, სადაც ჩანს თუ როგორ იმყოფება მატარებელი ზესტაფონის სადგურზე.

13592754_1755200711431595_738099546765544512_n 13617978_1242025862476932_1611434618_n

შეგახენებთ, რომ „საქართველოს რკინიგზამ” ” თანამედროვე მოწყობილობით, ულტრათანამედროვე ტიპის უსაფრთხოების სისტემებით აღჭურვილი” ოთხი ახალი მატარებელი შეიძინა, “რომელიც სრულ შესაბამისობაშია ევროპულ უსაფრთხოების სტანდარტებთან. ქართულ რეალობაში ეს იქნება პირველი მატარებელი, რომელიც სრულად იქნება მორგებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების საჭიროებებზე. საგულისხმოა, რომ შესყიდვის ხელშეკრულების გაფორმებამდე ტექნიკური მოთხოვნების შესაბამისობა შემოწმებული და დადასტურებულია გერმანიის რკინიგზის (Deutsche Bahn AG – DB international ) შესაბამისი ექსპერტების მიერ და გაცემულია დადებითი დასკვნა“ – ავრცელებდა საქართველოს რიკინიგზა.

 

banner
წინა სტატიაშიგიორგი მღებრიშვილი: უწყებაში გუშინდელის შემდეგ 450 შეტყობინება შემოვიდა
შემდეგი სტატიავანი-სულორის გზაზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია