ვახტანგ კაპანაძე – საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება

საქართველოს შეიარაღებული ძალების თანამედროვე ისტორია გვარდიით იწყება, – ამის შესახებ ეროვნული გვარდიის 25 წლის იუბილესადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
გენშტაბის უფროსმა ეროვნულ გვარდიას დღევანდელი დღე მიულოცა.
“მინდა აღვნიშნო ის დიდი წვლილი, რაც გვარდიამ შეიტანა ქვეყნისთვის წარმოებულ ბრძოლებში. დღესაც ჩვენი გვარდიელები ასრულებენ ძალიან რთულ მისიას საქართველოდან ძალიან შორს, თუმცა საქართველოსთვის. იცვლება დრო, იცვლება მოთხოვნები, იცვლება საფრთხეები, იცვლება გამოწვევები, შესაბამისად, გვარდიაც ცვლის თავის ფუნქციებს, იმატებს დატვირთვა და ეს გვარდიას ძალუძს. გვარდია იყო, არის და იქნება საქართველოს შეიარაღებული ძალების სიამაყე”, – განაცხადა ვახტანგ კაპანაძემ.

banner
წინა სტატიაშიNDI: გამოკითხულ მოქალაქეთა 41% ამბობს, რომ მღვდლისა და მრევლის პოლიტიკური შეხედულებები მნიშვნელოვანია
შემდეგი სტატია“მსოფლიო ბანკის კვლევის მიხედვით საქართველო საგრძნობლად დაწინაურდა მრავალი პარამეტრით”