ვახტანგ გომელაური – სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს

მინდა კიდევ ერთხელ განვმარტო, თუ რატომ არ მოხდა იმავე ღამეს, სტიქიას
გადარჩენილი პირების ხეობიდან გამოყვანა. მიუხედავად იმისა, რომ შინაგან
საქმეთა სამინისტროს ბალანსზე არსებული ვერტმფრენები აღჭურვილია ღამის
ხედვის საშუალებებით, კონკრეტულ შემთხვევაში, არსებული რელიეფისა და
მეტეოროლოგიური პირობების გათვალისწინებით და მითუმეტეს, როდესაც სტიქიას
გადარჩენილი ადამიანები, საპოლიციო ძალებთან ერთად იმყოფებოდნენ უსაფრთხო
ადგილას, მიზანშეწონილი არ იყო ღამით ფრენის განხორციელება, რადგან საფრთხე
შესაძლოა დამუქრებოდა გადარჩენილ ადამიანებს და ძებნა-შველის ღონისძიებაში
ჩართული პირების სიცოცხლეს, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა
ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში, შოვის ტრაგედიასთან
დაკავშირებით, ინტერპელაციის წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, დაკარგული პირების სია იყო
მუდმივად განახლებადი და მასში არსებული მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ
რეჟიმში. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა
მეხანძრე-მაშველების მიერ ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი
სპეცტექნიკით.

„სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც
პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს.
როგორც ყველასთვის ცნობილია, შექმნილი იყო ადგილობრივი საგანგებო შტაბი
და მოქმედებდა დამატებით ცხელი ხაზი დაკარგული პირების შესახებ
ინფორმაციის დაფიქსირების მიზნით. დაკარგულ პირთა შესახებ შეტყობინებები
შედიოდა როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების
მართვის ცენტრ 112-ში, ასევე სპეციალურად შექმნილ ცხელ ხაზზე. საერთო
ჯამში, მიღებული იქნა 62 შეტყობინება და პირველ ეტაპზე დაკარგულად
ითვლებოდა 175 პირი.

შეტყობინებების მიღებისთანავე დაიწყო შესაძლო დაკარგული პირების
იდენტიფიცირება, როგორც შეტყობინების ინიციატორებთან უშუალო კომუნიკაციით,
ასევე შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო ბაზების მიხედვით.
დაკარგული პირების სია იყო მუდმივად განახლებადი და მასში არსებული
მონაცემები ზუსტდებოდა უწყვეტ რეჟიმში.

ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა მეხანძრე-მაშველების მიერ
ძებნა-შველის სამუშაოები შესაბამისი სპეცტექნიკით.
4 აგვისტოს, დაახლოებით დილის 6 საათიდან, სამაშველო ოპერაციაში კვლავ
ჩაერთო ავიაცია, კერძოდ, სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენი. ვერტმფრენის
საშუალებით მოხდა გეოლოგთა მონიტორინგის ჯგუფის მიერ ტერიტორიის
დათვალიერება. ასევე, განხორციელდა 9 სამაშველო ფრენა, რა დროსაც სტიქიის
ზონიდან უსაფრთხოდ გამოვიყვანეთ 140 ადამიანი, რომლებმაც მთელი ღამე
პოლიციელებთან, მაშველებსა და მესაზღვრეებთან ერთად გაატარეს.
ონის მუნიციპალიტეტში, სამაშველო ღონისძიების გარდა, სახელმწიფო უწყებებისა
და სპეციალისტების ჩართულობით, მოხდა ყველა შესაბამისი სამუშაოს დაგეგმვა
და წარმოება.
მძიმე ტექნიკის დახმარებით, სტიქიის ზონასთან ალტერნატიული გზები და
შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყო. ხიდების, გზებისა და მდინარის კალაპოტის
გაწმენდით სამუშაოებს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის
სამინისტრო აწარმოებდა.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, იცით, რომ სამძებრო სამუშაოებში
აქტიურად ჩაერთვნენ თავდაცვის ძალები ცოცხალი ძალისა და სპეცსაშუალებების
დახმარებით.
შოვში, სტიქიის ზონაში ეტაპობრივად გაფართოვდა სამძებრო სამუშაოების
არეალი, რის შედეგადაც შოვიდან დაახლოებით 50-60 კმ-ის მოშორებითაც
აღმოჩენილი იქნა გარდაცვლილთა ცხედრები“, – განახადა ვახტანგ გომელაურმა.

banner
წინა სტატიაშიკომპანია CITYZEN-ის მულტიფუნქციური პროექტი – CITYZEN Central Park თიბისის და საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შენდება
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო