აშშ-ის ვიზების ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო ასდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის – ხუნდაძე

იარაღის მოწოდებას და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ის ვიზების ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო ასდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში წერს.

ხუნდაძე ეხმაურება ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რომლის მიხედვით, „საქართველო დემოკრატიის განმტკიცებაში მდგრად პროგრესს თუ აჩვენებს, აშშ საქართველოსთვის მნიშვნელოვანი სამხედრო, სავაჭრო პაკეტის გადაცემასა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციას განიხილავს“.

ხუნდაძის თქმით, მთავარი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოს რომ „მუშტრის“ თვალით უყურებს, ცოტა არ იყოს, უხერხულია.

„იარაღის მოწოდებასა და „ჭკვიანად მოქცევის“ შემთხვევაში აშშ-ის ვიზების გაცემის ლიბერალიზაციის დაპირებას, ქუჩის წახალისების სუნი უფრო ასდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის. ქუჩა შეთხელდა და თამასამაც აიწია. კარგი ხმაურისთვის ვიზას ჰპირდებიან ქუჩას, ხელისუფლების წარმომადგენლებს კი გამჭვირვალობისთვის – სანქციებს. სანქციები ისევე ვერ მოიტანს შედეგს, როგორც გაუმჭვირვალობა. ყველაფერი რომ გამჭვირვალე იყოს, ეს კანონიც არ იქნებოდა საჭირო, თუმცა, ამაზე საუბარიც კი აუკრძალეს საზოგადოებას და თავადაც არ კითხულობენ, რატომ გახდა ის საჭირო. პოლარიზაციის დასრულებას გვთხოვენ და ქუჩის აურზაურს ხელს უწყობენ. იმას, რასაც დღეს დაპირებად გვაწვდიან, აქამდეც უკვე რეალურად უნდა ყოფილიყო, მაგრამ არა ომისა და რევოლუციის, მორჩილებისა და ფასეულობების სანაცვლოდ.

რაც შეეხება არჩევნების სამართლიანად ჩატარების მოთხოვნას, მმართველი გუნდი ამ პირობით თუ ამ პირობების გარეშე, ისედაც გამჭვირვალედ აპირებს საარჩევნო პროცესის წარმართვას, მთავარია, გარე ჩარევებისაგან დავიცვათ ქვეყანა. ხელისუფლება მზად არის თანასწორუფლებიანი და გულწრფელი პარტნიორობისთვის“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე

banner
წინა სტატიაშიის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის – მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტზე
შემდეგი სტატიაეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები – კალაძე აშშ-ს “მეგობარ აქტზე”