ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები – კალაძე აშშ-ს “მეგობარ აქტზე”

“ქართული ოცნება ” ამერიკის შეერთებულ შტატებს “მეგობარ აქტზე” უარით პასუხობს და პირიქით პირობებს უყენებს.

თბილისის მერი კახა კალაძე ამბობს, რომ “ოცნებას” შესაცვლელი არაფერი აქვს და განცხადებები, რომელიც მოდის დასავლეთიდან, აბსოლუტურად აცდენილია რეალობას.

კალაძე ამბობს, რომ თუ სტრატეგიულ პარტნიორს საქართველოსთან უვიზო მიმოსვლა და თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები სურს, უნდა გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები.

კითხვაზე, შტატებიდან მოცემული ეს შანსი იქნება თუ არა გამოყენებული? კალაძე პასუხობს: “კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ბურთი არის მათ მხარეს”

“წარმოუდგენელია, ნორმალურ ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაცია კადრულობდეს იმას, რასაც საქართველოში აკეთებენ. კარგად გვესმის, ვისი დაფინანსებით ხდება ეს ყველაფერი, ვინ და რომელი ორგანიზაციები დგას ამ ყველაფრის უკან. ჩვენ ასევე გვიწევს თავის დაცვა და ქვეყნის დაცვა იმ განცხადებებისგან, რომელიც მოდის დასავლეთიდან, რომელიც აბსოლუტურად აცდენილია რეალობას, არის შეურაცხმყოფელი განცხადებები და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან არის პასუხები. თუკი ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს აქვს სურვილი იმისა, რომ იყოს უვიზო მიმოსვლა, იყოს თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმება, იყოს პირდაპირი ფრენები, ჩვენ ვართ აბსოლუტურად ღია, მივესალმებით ამ ყველაფერს და ეს არ უნდა დარჩეს უბრალო სიტყვებად, გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები და ასევე ის შანტაჟი, რომელიც ევროკავშირის მოლაპარაკებების გახსნასთან დაკავშირებით ხდება, ესეც მიუღებელია. გადაიდგას კონკეტული ნაბიჯები”, – ამბობს კალაძე.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის ვიზების ლიბერალიზაციის დაპირებას ქუჩის წახალისების სუნი უფრო ასდის, ვიდრე საქართველოს მიმართ კეთილგანწყობის – ხუნდაძე
შემდეგი სტატიაEU-ს ქვეყნები რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლების უკრაინის სასარგებლოდ გამოყენებაზე შეთანხმდნენ