აგრძელებენ რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე – მანჯგალაძე “ქართულ ოცნებაზე”

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის პაატა მანჯგალაძის განცხადებით, ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით წერილი, რომელიც გამოქვეყნდა „ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სახელით, პირდაპირ ჰიბრიდული ომის ნაწილია.

მანჯგალაძის თქმით, „ქართული ოცნება“ ღალატის გზას დაადგა. პაატა მანჯგალაძის განმარტებით, „ქართული ოცნება“ ამ წერილითაც აგრძელებს რიტორიკას, თითქოს დასავლეთიდან მოდის საფრთხე და მთავარი მტერი ამერიკა და ევროპა ყოფილა.

„ცნობილი რუსული სუვერენული დემოკრატიიდან აქვთ აღებული ციტატები და საუბრობენ, თითქოს დასავლეთი და საერთაშორისო ორგანიზაციები რამენაირად ზღუდავენ საქართველოს სუვერენიტეტს. სუვერენულ დემოკრატიაზე ვინც გვესაუბრება და საფრთხედ გვისახავს დასავლეთს, ამერიკას, იცოდეთ, რომ გადაცმული რუსია. სუვერენიტეტზე და სუვერენულ დემოკრატიაზე როცა იწყებენ საუბარს, ეს არის ცნობილი თეზა სურკოვის, რომელიც პუტინის ადმინისტრაციის უფროსი იყო. ვინც გვეუბნება, რომ დასვლეთი, დასავლური სტრუქტურები, ევროპა და ამერიკა საფრთხეს უქმნის საქართველოს სუვერენიტეტს, იცოდეთ, რომ რუსია. ყველა ე.წ. სუვერენიტეტის დამცველის და სუვერენული დემოკრატიის უკან დგას გადაცმული რუსი, რუსი გერეუს ოფიცერი და რუსი კაგებეს ოფიცერი. ახლაც აგრძელებენ ამ წერილში რიტორიკას, თურმე დასავლეთიდან მოდის საფრთხე, რუსეთი არანაირ საფრთხეს არ ქმნის და მთავარი მტერი ამერიკა, ევროპა ყოფილა, ეს არის მავნებლობა და საქართველოს სუვერენული, ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯი.

როგორ უნდა ამოვიცნოთ რუსი – თუ გვეუბნებიან, რომ საფრთხე მოდის დასვლეთიდან, რომ ამერიკა პარტნიორი კი არა მტერია, თუ გვეუბნებიან, რომ რუსეთიდან მოდის სიკეთე და რუსეთი და ამერიკა ორივე მტერია, იცოდეთ, რომ ამის უკან რუსები დგანან. „ქართული ოცნება“ დაადგა ღალატის გზას და არაფერი მაგათ არ ეშველებათ. ქვეყანას თავი დაანებონ და პოლიტიკურად კისერიც უტეხიათ. ეს შეთავაზება საქართველოსთვის და საქართველოს მოქალაქისთვის უპრეცედენტო შესაძლებლობაა. „ქართული ოცნება“ უამრავ მიზეზს იპოვის, რომ ამის რეალიზება არ მოხდეს. საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავთ, ნუთუ „ქართულ ოცნებას“ არ შეუძლია, საგარეო საქმეთა მინისტრის დონეზე გაარკვიოს, ეს არის რეალობა, თუ ერთი კონგრესმენის შეთავაზება. ან მეორე ვარიანტი, შეეძლოთ, დიპლომატიურ ენაზე ეთქვათ, რომ თუ კონგრესმენის ინიციატივა გადაიქცევა სახელმწიფო პოლიტიკად, მზად ვართ, მაშინ განვიხილოთ პარტნიორების შემოთავაზებები. ეს ვნახეთ? არა. ჩვენ ვნახეთ კიდევ ბრალდება, რომ ამერიკა ორჯერ აპირებდა თურმე რევოლუციის მოწყობას. ეს წერია ამ წერილში. დარწმუნებული ვარ, „ფეესბეს“ ან „გერეუს“ ინსტრუქტორები უწერენ ამ წერილებს“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

„ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ ერთ-ერთი ამერიკელი კონგრესმენის მიერ ინიცირებულ კანონპროექტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ „ქართულ-ამერიკული ურთიერთობების გაჯანსაღება ამერიკული მხარის სწორ ქმედებებზეა დამოკიდებული, ამისთვის საჭიროა არა შანტაჟი, არამედ სახელმწიფოსა და ხალხის პატივისცემა“.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს სუვერენიტეტის ერთგული დავრჩებით – ჩარლზ ბრაუნი
შემდეგი სტატიაის ახალი მაშველი რგოლია ჩამოშლილი ოპოზიციისთვის – მდინარაძე ამერიკელი კონგრესმენის კანონპროექტზე