ვახტანგ გომელაური – ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო

კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი თანამედროვე
ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი როგორსაც
ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და გადარჩენილი
ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების უსაფრთხოებას
კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ განვახორციელებდით,
– ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა
საკანონმდებლო ორგანოში შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით, ინტერპელაციის
წესით სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ამ კონკრეტულ შემთხვევაში, როგორი
თანამედროვე ვერტმფრენიც არ უნდა ჰყოლოდა სახელმწიფოს, მსგავსიც, კი
როგორსაც ველოდებით, ღამით ფრენა, ამ რელიეფში არ იქნებოდა უსაფრთხო და
გადარჩენილი ადამიანების და სამაშველო ოპერაციაში მონაწილე პირების
უსაფრთხოებას კითხვის ნიშნის ქვეშ არ დავაყენებდით და ევაკუაციას არ
განვახორციელებდით. ვერტმფრენი ,,მი–8“ გამოიყენება ძებნა-გადარჩენისა და
სამაშველო ოპერაციებში. აღნიშნულ შვეულმფრენებს, დიახ, აქვს სპეციალური
სამაშველო დანიშნულების აღჭურვილობა და შეუძლია ღამის პირობებში ფრენა.
გარდა აღნიშნულისა, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციაში
მუშაობენ საუკეთესო, მაღალი დონის პროფესიონალი მფრინავები და
ბორტ-ტექნიკოსები, რომლებიც წელიწადში ორჯერ გადიან სპეციალურ
გადამზადებას“, – განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა.

banner
წინა სტატიაშივახტანგ გომელაური – სამწუხაროდ, უახლოეს წარსულში გვაქვს ტრაგიკული გამოცდილება, როდესაც პილოტებმა გარისკეს საკუთარი სიცოცხლე სამაშველო ღონისძიებების დროს
შემდეგი სტატიავახტანგ გომელაური – მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ძებნა-შველის სამუშაოები – უშუალოდ სტიქიის ზონაში მუშაობდა ცოცხალი ძალა შესაბამისი სამძებრო სპეცტექნიკითა და სითბური დრონებით