ვაგნერის რეპეტიციაზე სმენადაქვეითებულმა მუსიკოსმა სამეფო ოპერას სასამართლო მოუგო

ბრიტანელმა მუსიკოსმა კრის გოლდშაიდერმა, რომელმაც ორკესტრის ერთ-ერთ რეპეტიციაზე სმენა დაიზიანა, სამეფო ოპერას სასამართლო პროცესი მოუგო ლონდონში. მუსიკოსი ირწმუნება, რომ სმენის პრობლემის მიზეზი აკუსტიკური შოკი გახდა, რომელიც მან ვაგნერის “ვალკირიას” რეპეტიციაზე მიიღო. სამეფო ოპერაში ამტკიცებდნენ, რომ მუსიკოსს რეპეტიციისას განუვითარრდა შიდა ყურის დაავადება, რომელიც სმენის პროგრესირებული დაქვეითებით ხასიათდება. ლონდონელმა მოსამართლემ გადაწყვიტა, რომ ასეთი დამთხვევა ნაკლებადსავარაუდოა, ის ასევე არ დაეთანხმა მოპასუხეს იმაში, რომ სმენის გარკვეულ პრობლემებს პროფესიონალი მუსიკოსები ვერ გაექცევიან. “მსგავსი პოზიცია მიუღებელია. მუსიკოსები იგივე კანონით არიან დაცული, რითიც სხვა მშრომელები” – თქვა მოსამართლემ. სამეფო ოპერაში განაცხადეს, რომ მოსამართლის მიერ მიღებული განაჩენით გაოცებულები არიან.
2012 წლის 1 სექტემბერს, ვაგნერის “ვალკირიას” რეპეტიცვიაზე კრის გოლდშაიდერი ორკესტრის ჩასაბერ სექციასთან იჯდა. ამ რეპეტიციაზე ხმის წნევის დონე 130 დეციბალი იყო, რაც რეაქტიული ძრავის ხმაურის ტოლია – წერს “ბიბისი” .

banner
წინა სტატიაშილონდონში “საუკუნის ძარცვის” კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს
შემდეგი სტატიარამდენიმე წუთში ჩაბნელებული ინგირიდან მუხას გაიტანენ