ლონდონში “საუკუნის ძარცვის” კიდევ ერთი მონაწილე დააკავეს

ლონდონის საიუვილერო კვარტალში სეიფების საცავის გაძარცვის საქმეში კიდევ ერთი ეჭვმიტანილი დააკავეს. სამი წლის წინ ქურდებმა სეიფებიდან დაახლოებით 20 მილიონი დოლარის ღირებულების ძვირფასეულობა მოიპარეს.
ეს დანაშაული ყველაზე მსხვილი იყო ინგლისის ისტორიაში. 57 წლის მამაკაცი დღეს საღამოს დააკავეს. როგორც პოლიციამ გაავრცელა, მას საცავიდან დაკარგული რამდენიმე ძვირფასეული აღმოაჩნდა. ადრე აღნიშნული ქურდობის საქმეზე ექვსი პირი იყო დაკავებული. მათ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვთ მისჯილი – წერს “ბიბისი”.

banner
წინა სტატიაშიდღეს დაასაფლავეს პოლიციელი, რომელმაც თავი მძევალზე გადაცვალა
შემდეგი სტატიავაგნერის რეპეტიციაზე სმენადაქვეითებულმა მუსიკოსმა სამეფო ოპერას სასამართლო მოუგო