რამდენიმე წუთში ჩაბნელებული ინგირიდან მუხას გაიტანენ

რამდენიმე წუთში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ინგირში ელექტროენერგია გაითიშება. 150 წლის მუხა ზუგდიდიდან შეკვეთილში გადააქვთ, სადაც საქართველოს ყოფილი პრემიერი დენდროლოგიურ ბაღს აშენებს. მოსახლეობა აცხადებს, რომ „გიგანტური ხე სარკინიგზო გადასასვლელზე ვერ გადავა“. მუხას ინგირში შეკრებილი ხალხი აცილებს.  ელექტროენერგიის მიწოდება ინგირის მოსახლეობას  01.00 საათიდან 07.00 საათამდე შეუწყდება. ტექნიკა სრულადაა მობილიზებული. 150 წლის იაპონური მუხა ბიძინა ივანიშვილმა სოფელ ინგირში მცხოვრებ ჭეჟიების ოჯახიდან შეიძინა.

banner
წინა სტატიაშივაგნერის რეპეტიციაზე სმენადაქვეითებულმა მუსიკოსმა სამეფო ოპერას სასამართლო მოუგო
შემდეგი სტატიასკრიპალების მოწამვლის საქმეში ახალი დეტალი გამოიკვეთა