V ქვეითი ბრიგადის 51-ე ბატალიონის მეორე ნაკადი ავღანეთიდან სამშობლოში დაბრუნდა

150 ქართველ სამხედროს გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე ალექსეევკის სამხედრო აეროდრომზე დახვდა

ჯოხაძემ ქართველ სამხედროებს სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა. პოლკოვნიკმა რომან ჯოხაძემ სამშვიდობოებს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადა.
ქართველი სამხედროები „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში ამერიკელ საზღვაო ქვეითებთან ერთად, ბაგრამის საავიაციო ბაზაზე 6 თვის განმავლობაში მსახურობდნენ. მათი მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იყო. 51-ე ბატალიონი, როტაციის წესით, IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა.
51-ე ბატალიონის სამხედროები საქართველოში უდანაკარგოდ დაბრუნდნენ.
რამდენიმე კვირაში 51-ე ბატალიონის სრული პირადი შემადგენლობა სამშობლოში იქნება.
banner
წინა სტატიაშიშსს-მ ზესტაფონში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი გახსნა
შემდეგი სტატია,,ხაჯინბა – ნაციონალისი და რუსოფობი არძინბას კლანიდან,,