პუტინმა ერდოღანს ,,თურქეთის ნაკადის,, მეორე ნაწილის დაწყება აუწყა

რუსული მედიით გავრცელებული ინფორმაციით, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, შავ ზღვაზე გაზგამყვანი მილის დამგებ გემზე Pioneering Spirit-ზე პირადად მისცა სტარტი გაზის ახალი მარშრუტის ,,თურქეთის ნაკადად,, წოდებული მილის მშენებლობის მეორე ნაწილის დაწყებას… გავრცელებული ინფორმაციით, ახალი მილის, რომელიც რუსულ გაზს თურქეთს უკრაინის გვერდის ავლით მიაწვდის, დაბალი სიღრმის მონაკვეთი დასრულდა და დაიწყო დიდი სიღრმის მონაკვეთის მშენებლობა, რის შესახებაც რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა, გემიდანვე, ტელეფონით პირადად ამცნო თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ ტაიპ ერდოღანს.

banner
წინა სტატიაშიყაჩაღობა კერესელიძის ქუჩაზე
შემდეგი სტატიადეპუტატმა მინისტრს მეგობარი საკონკურსო თანამდებობაზე დაანიშნინა