დეპუტატმა მინისტრს მეგობარი საკონკურსო თანამდებობაზე დაანიშნინა

„გუშინ კულუარებიდან მოვიდა ინფორმაცია, რომ პარლამენტარმა სავალან მირზოევმა მინისტრ ქეთევან ციხელაშვილს დაავალა თავისი ძმაკაცის, აიაზ მამედოვის დანიშვნა თანამდებობაზე, რომელიც საკონკურსოა. არ დავიჯერე იქამდე, სანამ არ დავინახე სავალანის ფოტო, სადაც ულოცავს ის თავის მეგობარს საკონკურსო თანამდებობაზე უკონკურსოდ დანიშვნას,“ – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი ახმედ იმამკულიევი სოციალურ ქსელშში წერს და ნათქვამის საილუსტრადციოდ ფოტოსაც აქვეყნებს.
„აიაზი უკვე იღებს მილოცვებს,“ – წერს იმამკლუიევი და განმარტავს, რომ საუბარი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის მინისტრის ქვემო-ქართლში წარმომადგენელის თანამდებობაზეა, რომელზე კონკურსი ჯერ არც კი გამოცხადებულა.
„დავრეკეთ სამინისტროში და გვითხრეს, რომ ჯერ კონკურსი უნდა გამოცხადდესო. უკვე ჩვენც ვიცით, რომ ეს კონკურსები ტყუილად ტარდება, მაგრამ ამ დონეზე ტყუილად? ეს არის „ქართული ოცნება“, არადა საჯარო სამსახურის შესახებ კანონის 29-ე მუხლით, პირი თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ კონკურსის შედეგად. უბრალოდ, სირცხვილია,“ – წერს იმამკულიევი.

banner
წინა სტატიაშიპუტინმა ერდოღანს ,,თურქეთის ნაკადის,, მეორე ნაწილის დაწყება აუწყა
შემდეგი სტატიაბერლუსკონის ტრამპში ყველაზე მეტად მისი ცოლო მოსწონს