უსუფაშვილი: „რესპუბლიკელებს” გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში

საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი სახელმწიფოებრივად მნიშვენლოვანი მოვლენა, სადაც “რესპუბლიკელები” არ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში, არ ვიყავით კონსტრუქციულები, არ ვიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული ძალა. ეს ასევე გაგრძელდება, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ ოფიციალურად იწყებს წინასაარჩევნო კამპანიას და ყოველი დღე გამოყენებული იქნება იმისთვის, რომ საპარლამენტო არჩევნებზე პარტიამ მიაღწიოს წარმატებას.

„საქართველოს უახლესი ისტორიის განმავლობაში არ ყოფილა არც ერთი სახელმწიფოებრივად მნიშვენლოვანი მოვლენა, სადაც „რესპუბლიკელები“ არ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში, არ ვიყავით კონსტრუქციულები, არ ვიყავით ჩვენი ქვეყნის ინტერესებზე მომართული ძალა. ეს ასევე გაგრძელდება. ჩვენ ამითი გარკვეულწილად ვასრულებთ კოალიციურ თანამშრომლობას ჩვენს პარტნიორებთან. ჩვენ ვართ ამაყი იმითი, რომ განვლილი 4 წლის განმავლობაში ჩვენს პარტნიორებთან ერთად ძალიან ბევრი საქმე გავაკეთეთ, მაგრამ ქვეყანას ჭრდება გაცილებით მეტი. ჩვენ შევძელით ის, რომ დავიხსენით ქვეყანა სააკაშვილის რეჟიმისგან. იმისთვის, რომ საქართველოში საბოლოოდ და შეუქცევადად დამყარდეს მრავალპარტიული დემოკრატიული ინსტიტუციური სისტემა, ამას ძალიან ბევრი შრომა ჭირდება. „რესპუბლიკელებს” გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში. ჩვენ ვიყავით მოვლენათა ეპიცენტრში ყველა საკითხზე, მთავრობაში, პარლამენტში და ასევე გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას. ჩვენ ვართ პირნათელი ჩვენ ხალხთან, ვიყავით ცოტა, ვაკეთებდით ბევრ საქმეებს. ასევე გავაგრძელებთ მომავალშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

მისივე თქმით, „რესპუბლიკური პარტია“ იბრძოლებს ადამიანების თავისუფლებისთვის.

„პოლიტიკა არ არის კერძო ვნებების ასპარეზი, პოლიტიკა არის ხალხის საკელთიდღეო სამსახური, ჩვენ ბოლომდე გავაგრძელეთ ჩვენი ვალდებულებების შესრულება მათ შორის საქართველოს მთავრობაშიც“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითავდაცვის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება
შემდეგი სტატიახათუნა სამნიძე: ვფიქრობ, გიგლა აგულაშვილის გადაწყვეტილება შეცდომაა