თავდაცვის მინისტრის პოსტზე კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება

თავდაცვის მინისტრის პოსტზე სასჯელაღსრულების და პრობაციის მინისტრის კახა კახიშვილის კანდიდატურა განიხილება.

კახა კახიშვილთან კონსულტაციებს პრემიერ-მინისტრი პირადად აწარმოებს და მასზე თანხმობა ბიძინა ივანიშვილსაც მიცემული აქვს, თუმცა ჯერჯერობით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კახიშვილი ბოლო პერიოდში ამერიკის ელჩს იან კელსაც რამდენჯერმე შეხვდა, სადაც შესაძლოა, საუბარი მის მომავალ თანამდებობასაც ეხებოდა.

როგორც ცნობილია, კახა კახიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციაში მუშაობის პერიოდში თავდაცვის საკითხებზე მუშაობდა.

კახა კახიშვილი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრად 2015 წლის 1 აგვისტოს დაინიშნა.

“რესპუბლიკურმა პარტიამ” ოფიციალური წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. შესაბამისად, “რესპუბლიკელი” მინისტრები – თინა ხიდაშელი და პაატა ზაქარეიშვილი თანამდებობებს ტოვებენ, გიგლა აგულაშვილი კი მთავრობაში რჩება.

წყარო: Front News

https://www.youtube.com/watch?v=i0dX3BIfUzc&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშითეთრიწყაროში მამაკაცმა ცოლს ყურები დააჭრა, სტუმრად მყოფი პირი კი მოკლა
შემდეგი სტატიაუსუფაშვილი: „რესპუბლიკელებს” გვაქვს პრეტენზია, რომ ვიქნებით პირველნი ამ ბრძოლაში