რუსეთი ახლა თავის ჰიბრიდულ სტრატეგიას იწყებს, აძლიერებს მას და ცდილობს ამ გზაზე შეგვაჩეროს, ცხადია, ხელისუფლების დახმარებით – პრეზიდენტის ინტერვიუ CNN -თან

საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს CNN -თან ინტერვიუ ჰქონდა.

ზურაბიშვილმა საერთაშორისო მედიასთან პირდაპირ თქვა, რომ რუსეთი თავის ჰიბრიდულ სტრატეგიას ჩვენს საქართველოს ხელისუფლების დახმარებით იწყებს.

“ეს საშინელი იდეაა, რადგან როგორც ქართველმა საზოგადოებამ ქუჩაში ნათლად აჩვენა ეს რუსული კანონია. ეს პუტინის კანონის ზუსტი ანალოგია, რომელიც რამდენიმე წლის წინ სამოქალაქო საზოგადოების, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩახშობის მიზნით მიიღეს. რაც აქ [საქართველოში] ხდება ისაა, რომ შარშან ეს კანონი გატესტეს, ვერ მივიდა ბოლომდე და მოსახლეობის დემონსტრაციების წყალობით ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ. ახლა ევროკავშირს ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით, რადგან წლის ბოლოს შეიძლება ევროკავშირში ინტეგრაციისთვის მოლაპარაკებები გაგვეხსნას და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია. ასე რომ, რუსეთი ახლა თავის ჰიბრიდულ სტრატეგიას იწყებს, აძლიერებს მას და ცდილობს ამ გზაზე შეგვაჩეროს, ცხადია, ხელისუფლების დახმარებით.”

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსული კანონის მიღების შემთხვევაში მას ვეტოს დაადებს, თუმცა ისიც აღნიშნა, რომ ეს ვეტო დაძვევადია, ამიტომაც სტრატეგიულ პარტნიორების ყურადღებისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

სალომე ზურაბიშვილმა CNN-ს უთხრა, რომ რუსეთი საქართველოში “რბილ ომს” აწარმოებს და არა სამხედროს, როგორ უკრაინაში.

“როგორც ვთქვი, მე შემიძლია ვეტოს დადება, მაგრამ ეს უფრო სიმბოლური ვეტოა, რადგან მათ შეუძლიათ მისი დაძლევა იმდენივე ხმით, რამდენიც აქვთ. ასე რომ, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორების ყურადღების მოპოვება, რადგან ის [კანონპროექტი] ასევე ეხება პარტნიორებს, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, რომლებიც საქართველოსთან მისი დამოუკიდებლობის მომენტიდან თანამშრომლობენ, რომლებიც ნამდვილად ყველაზე დიდი მხარდამჭერები არიან ჩვენი ინსტიტუტების, დემოკრატიისკენ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმავალი გზის. ასე რომ, ეს ნამდვილად გეოპოლიტიკური ომია, მაგრამ რბილი ომი, არა სამხედრო ომი, რომელსაც უკრაინაში ხედავთ, არამედ სხვა ტიპის, რომელიც რუსეთმა იცის, თუ როგორ აწარმოოს ამ ტიპის რბილი ძალა, რბილი ბრჭყალებში.”

ჟურნალისტის კითვაზე – რომელ პარტნიორებზე საუბრობთ, რომლებსაც მმართველ პარტიაზე ამ რბილი ძალის გამოყენება შეუძლიათ? – სალომე ზურაბიშვილი აზუსტებს, რომ ის “რბილ ძალაში” რუსეთს გულისხმობს, რომელიც მისი განცხადებით, სულ უფრო მეტ პროპაგანდას იყენებს ჩვენს ქვეყანაში

“არა, მე რუსულ რბილ ძალაზე ვსაუბრობ. რუსეთი ამ ქვეყანაში სულ უფრო მეტ პროპაგანდას იყენებს. ჩვენ ქვეყანაში ბევრი რუსი მიგრანტი გვყავს, რომლებიც რეალურად არ კონტროლდებიან. რუსეთი კი ამ ქვეყანას იმით იცნობდა, რომ ორი საუკუნის განმავლობაში საქართველოზე იმპერიულ კონტროლს ახორციელებდა. ასე რომ, ჩვენ იმავე სიტუაციაში ვიმყოფებით, როგორშიც უკრაინა. ჩვენ ორი ოკუპირებული ტერიტორია გვაქვს. ამიტომ ახლა რუსეთი ცდილობს საქართველო თავისი გავლენის ქვეშ შეინარჩუნოს. ის ასევე ხედავს, რომ სომხეთი კავკასიის სახელმწიფოების იმ კლუბს უერთდება, რომელთაც ევროპისკენ სვლა სურთ. ასე რომ, ეს რუსეთისთვის ნამდვილად გეოსტრატეგიული, გეოპოლიტიკური ბრძოლაა.”

რომელ ქვეყნებს შეიძლება ჰქონდეთ საქართველოზე ეს გავლენა, რათა შეეცადონ ეს კანონპროექტი შეაჩერონ? – ამ კითვაზე საპასუხოდ საქართველოს პრეზიდენტი აცხადებ, რომ ასეთი ქვეყანა ამერიკის შეერთებული შტატებია.

“როგორც უკვე ვთქვი, ჩვენ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა ვართ, ანუ ძალიან ახლოს მოლაპარაკებების პროცესთან, რომელიც უკრაინამ და მოლდოვამ დაიწყეს. ჩვენ ევროკავშირთან ძალიან მჭიდრო კავშირები გვაქვს და ყველა ქართველი თავს ევროპელად თვლის, ბოლო 30 წლის განმავლობაში, მოსახლეობის 80% მუდმივად აცხადებს, რომ ევროკავშირში და ატლანტიკურ საზოგადოებაში გაწევრიანება სურს. და ეს ისაა, რაც ვერაფერმა შეცვლილა, ვერც ომმა, ჩვენი ტერიტორიების ოკუპირებამაც კი. მოსახლეობის მიზანდასახულობა ერთიანია და არ შეიცვლება. და სწორედ ეს მიზანდასახულობაა, რაც ამ წლის ოქტომბრის არჩევნებამდე მოგვიყვანს. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, წელს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს მივიღებთ. ვფიქრობ, დარწმუნებული ვარ შეგვიძლია ჩვენი ამერიკელი პარტნიორების იმედი გვქონდეს, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია იყო ხელისუფლებაში სტაბილურად უჭერს მხარს ქართულ დემოკრატიას და საქართველოს დასავლელ პარტნიორებთან შეერთებას.”

მაგრამ, როგორც თქვენ აღნიშნეთ, ეს არჩევანია, არა? ეს კანონპროექტი ნამდვილად იმის სიმბოლოა საქართველო ევროპისა და ამერიკისკენ უფრო იხრება თუ რუსეთისკენ და ნამდვილად ცხადია, რომ საქართველოს ხელისუფლება რუსეთისკენ მიდის. ასე რომ, ნებისმიერ არგუმენტს, რომელსაც ამერიკელები, ან ევროპელები იტყვიან, ალბათ, დიდი გავლენა არ ექნება, ამ კანონპროექტს მიიღებენ და თქვენს ვეტოსაც დაძლევენ – ჟურნალისტის ამ კითხვაზე, სალომე ზურაბიშვილმა მკაფიოდ განაცხადა:

დიახ, მაგრამ ნათელია, რომ საქართველოს მოსახლეობა არასოდეს დაუშვებს ისეთი მთავრობა იყოს ხელისუფლებაში, რომელიც აშკარად პრორუსულია, რადგან ეს ეწინააღმდეგება მოსახლეობის მთავარ, ეგზისტენციალურ არჩევანს, რომელსაც საქართველო საუკუნეების განმავლობაში აკეთებდა და ეს არ შეიცვლება.

რა რეაქცია ექნება ხალხს კანონპროექტის მიღების შემთხვევაში,აქვს თუ არა მთავრობას სრული მხარდაჭერა სამხედრო ძალაში, პოლიციაში ან არსებობს წერტილი, როდესაც ისინი შესაძლოა დარწმუნდნენ, რომ მომიტინგეებზე ასე მძიმე რეაგირება არ მოახდინონ? – ამ კითხვაზე სალომე ზურაბიშვილი პასუხობს:

“ვფიქრობ, როგორც საქართველოს ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, მათაც ჰყავთ შვილები, რომლებსაც ევროპასა და შეერთებულ შტატებში წასვლა და სწავლა სურთ. ისინი თვითონ არიან სამი ოჯახიდან ერთი, რომელსაც ნათესავები და ახლობლები ევროპაში ან აშშ-ში ჰყავთ. ასე რომ, ეს ქვეყანა უკვე მრავალმხრივ დასავლეთშია. ასე რომ, არ მგონია, აქ ძალადობის სცენები ვიხილოთ. ვფიქრობ, თვითონ მოსახლეობა ძალიან მშვიდობიანია. რაც ბოლო სამი დღის განმავლობაში ვნახეთ მასობრივი, მაგრამ ძალიან მშვიდობიანი დემონსტრაციებია, სადაც ბევრი ახალგაზრდა მღეროდა და ცეკვავდა. დარწმუნებული ვარ ტენდენცია ასე გაგრძელდება. ეს სტრატეგიად უნდა იქცეს და მომავალ არჩევნებისკენ უნდა იყოს მიმართული. ჩვენ ამ ქვეყანაში აღარ გვჭირდება დამხობა, ან რადიკალური გადაწყვეტილებები. ეს ქვეყანა სტაბილური უნდა დარჩეს და ჩვენ ამ არჩევნებში უნდა გავიმარჯვოთ. ჩვენი გზა ევროპისკენ – არჩევნების თემა ეს იქნება, რუსეთი თუ ევროპა და ეჭვი არ მეპარება იმაში თუ, რას აირჩევს საქართველო”, – აცხადებს პრეზიდენტი.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურამ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
შემდეგი სტატიადაანებეთ თავი ახალგაზრდების ლანძღვა გინებას სანამ მართლა არ შეგჭამეთ დედა ბუდიანად – ზაზა სარალიძე კალაძეს