“ქართული ოცნება” თავის მართლების რეჟიმშია გადასული – ივანიშვილის გუნდი პარლამენტში ღონისძიებების გაუქმებისთვის უსაფრთხოების ზომების დაცვას იმიზეზებს.
დიმიტრი ხუნდაძე ამტკიცებს, რომ საკანონმდებლო ორგანოში გარემო დაბინძურებული იყო და სწორედ აქედან გამომდინარე გაუქმდა ილია დარჩიაშვილის მოსმენა.
“რაში დაინახეს უმრავლესობის შიში? ვფიქრობ, რომ პასუხისმგებლობის ძალიან დიდი ნაწილს ჩვენ ვიღებთ. შიში უმრავლესობის მახასიათებელი არ არის, უბრალოდ ტექნიკურად შეუძლებელი იყო. აურზაური მოაწყვეს, დააბინძურეს და დაანგრიეს იქაურობა და შეუძლებელი იყო სხდომის ჩატარება. სხდომა, რომელიც ისახავდა მიზანს, რომ საგარეო საქმეთა მინისტრის მოსმენა ყოფილიყო, რა თქმა უნდა, ესეც შედგება. ეს ვერ იქნება დღეს, მაგრამ იქნება შემდეგ დღეებში”, – ამბობს ხუნდაძე.