ურთიერთობა ყაზახეთსა და ყირგიზეთს შორის იძაბება

ყაზახეთის სოფელ კორდაიში, რომელიც ყირგიზეთს ესაზღვრება, ყაზახეთმა განალა ბლოკ პოსტები შეიარაღებული სამხედროებით. ამის შესახებ იუწყება სააგენტო “Azeri Daily”. სამხედროები სოფელში გამოჩნდნენ 10 ოქტომბერს. დღეს გახდა ცნობილი, რომ სოფელ “კორდაის” საკონტროლო-გამშვები პუნქტის ტერიტორიაზე ყირგიზეთის მხრიდან უამრავი ადამიანია შეკრებელი, რომელთაც სურთ საზღვრის გადალახვა. ანალოგიური შეტყობინებები მოვიდა, კიდევ 3 საკონტროლო-გამშვები პუნქტიდან. ყაზახეთის მიერ საკონტროლო-გამშვები პუნქტების მუშაობის შეზღუდვა უკავშირდება მიმდინარე კვირას ყირგიზეთში დაგეგმილ საპრეზიდენტო არჩევნებს.
შეგახსენებთ, უკანასკნელ დღეებში შეინიშნება ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის დაძაბულობა. ყირგიზეთის პრეზიდენტმა ალმასბეკ ატამბაევმა ბრალად დასდო ყაზახეთის ხელმძღვანელობას საპრეზიდენტო არჩევნების წინ ქვეყნის საშინაო საქმეებში ჩარევა. თავის მხრივ, ყაზახეთის საგარეო საქმეთა სამინისტომ მკვეთრი პასუხი გასცა ყირგიზეთის ხელისუფლებას, რამაც საკმაოდ დაძაბა რეგიონში ვითარება.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილის სარჩელს 24 ოქტომბერს განიხილავს ლვოვის სააპელაციო სასამართლო
შემდეგი სტატიაესპანეთის პრემიერი: “რეფერენდუმი კატალონიაში ჩავარდა”