ურსულა ფონ დერ ლაიენი – მოვუწოდებ ირანსა და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები

ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი ისრაელის წინააღმდეგ ირანის უპრეცედენტო თავდასხმას გობს და მხარეებს წინდახედულობის გამოჩენისკენ მოუწოდებს.

”მკაცრად ვგმობ ირანის აშკარა და გაუმართლებელ თავდასხმას ისრაელზე. მოვუწოდებ ირანს და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ეს თავდასხმები”, – წერს ფონ დერ ლაიენი X-ზე.

მისი თქმით, ყველა მხარემ თავი უნდა შეიკავოს შემდგომი ესკალაციისგან და უნდა იმოქმედოს რეგიონში სტაბილურობის აღსადგენად.

banner
წინა სტატიაშიშოლცი – გერმანია ისრაელის გვერდითაა
შემდეგი სტატიაჰაგარი – მჭიდროდ ვთანამშრომლობთ აშშ-სთან, დიდ ბრიტანეთთან და საფრანგეთთან, რომლებმაც გუშინ იმოქმედეს