ევროსასამართლოს გადაწყვეტილება 20 ივნისის საქმეზე – “გირჩი-მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ამბობს, რომ ყველა პოლიციელის ვინაობა გახდება ცნობილი და ყველა დაისჯება სამაგალითოდ.
“ყველას ვინაობა გახდება საჯარო, ყველა დაისჯება და არასოდეს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არცერთი პოლიციელი დემონსტრანტების წინააღმდეგ არ გამოვა ნიღბით”, – განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
შეგახსენებთ, “გავრილოვის ღამის” საქმეზე “ოცნებამ” ევროსასამართლოში დავა წააგო.