შოლცი – გერმანია ისრაელის გვერდითაა

ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა, რომელიც ირანმა წუხელ განახორციელა, გაუმართლებელი და უაღრესად უპასუხისმგებლოა, – ასე ეხმაურება გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით განხორციელებულ შეტევას.

„ირანი რეგიონში შემდგომი ესკალაციის რისკს ქმნის. გერმანია ისრაელის გვერდით დგას და განვიხილავთ სიტუაციას ჩვენს მოკავშირეებთან ერთად“, – წერს ოლაფ შოლცი სოციალურ ქსელ X-ზე.

banner
წინა სტატიაშიუკრაინამ რუსეთის მიერ გაშვებული 10 “შაჰიდი” ჩამოაგდო
შემდეგი სტატიაურსულა ფონ დერ ლაიენი – მოვუწოდებ ირანსა და მის მარიონეტებს, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ თავდასხმები